იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ - აღნიშნულ რეფორმას საპარლამენტო უმრავლესობა დაჩქარებული წესით განიხილავს. ასევე კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც მცირდება. ხელისუფლების განმარტებით, ეს რეფორმა, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ხორციელდება. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებს და აღნიშნული ცვლილება რეალურად, არაფრის მომცემია. კიდევ რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატები.