ბოლო 1 წელიწადში უძრავი ქონება საქართველოში რუსეთის 14 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა. ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტო, სადეპუტატო კითხვის პასუხად აქვეყნებს. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ეს მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდს. ამასთან, როგორც სააგენტოს მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკევა, საანგარიშო პერიოდში რუსეთის 3 497 მოქალაქემ დიასაკუთრა მიწის ნაკვეთი, ხოლო 11 208-ამ - ბინა. ჯამში, საუბარია 14 705 მესაკუთრეზე. თუმცა, შესაძლოა ეს ზუსტი მაჩვენებელი არ იყოს, რადგან რეესტრის მიერ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს რუსეთის ფედერაციის, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ განსხვავებულ სარეგისტრაციო ზონასა და პერიოდში დარეგისტრირებულ საკუთრების უფლებასაც