ნოემბერში ყველაზე მეტად ყურძენი, თაფლი და ხორცი გაძვირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა. თუმცა ცალკეული კატეგორიის პროდუქტები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა, მათ შორის მაგალითად ყურძენი შარშანდელთან შედარებით გაძვირებულია 61,67%-ით, ატამი თითქმის 37%-ით, 26 და 28%-ით გაძვირებულია ქლიავი და მსხალი. ფასების 14%-იანი ზრდა შეინიშნება ძროხის ხორცსა და ბოთლის ღვინოზე. დაახლოებით 8%-ით გაზრდილია თაფლის ღირებულებაც.