ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, 2024 წელს რიოში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევას გეგმავს. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანიისა და ბრაზილიის მთავრობათაშორისი კონსულტაციების დროს განაცხადა. თუმცა მისივე თქმით, პუტინისთვის იმის გარანტია არ მიუცია, რომ მას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს არ დააკავებენ. ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინის დაკავების საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის და აღნიშნული საკითხი სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა.