უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ აზოვის ზღვასა და ყირიმის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანადგურა. მათივე თქმით, ამ დროისათვის რამდენინე საათის განმავლობაში ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეზღუდული იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით, ქვეყნის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშის ხმაც ისმოდა. გარდა ამისა, კიევში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში, ყუმბარის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვამ 23-დან 18-ი რუსული დრონი ჩამოაგდო, ასევე ერთი მართვადი საჰაერო რაკეტაც განადგურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა 1030-ი ოკუპანტი მოკლეს, რის ომში რუსეთის დანააკრგებმა 333 840-ც დაღუპულ ჯარისკაცს მიაღწია.