მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრის მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს. ისინი ასევე ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ. კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 14-ტ უნივერსიტეტში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, მედიაწიგნიერებაში საერთო ჯამში 450-მდე სტუდენტი გადამზადდა.