ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისთვის შესაბამისი ზონა მზადდება. მანამდე კი, ოკუპირებულ სოხუმში აღნიშნული შეხვედრების განახლების სურვილიც გამოთქვეს. ოფიციალურ თბილისს ამ ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ფილია აცხადებს, რომ ე.წ. "აფხაზური მხარე ამ საკითხში წინ წაიწია". გარდა ამისა, დე-ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრებისთვის ენგურთან ე.წ. „ნეიტრალური ტერიტორია" უნდა მოიძებნოს.