ცნობილი გახდა, რომ გუშინ, ვიქტორ ორბანმა შარლ მიშელს წერილი მისწერა - უნგრეთის პრემიერი მიშელს მოუწოდებს, რომ უკრაინის საკითხზე საბჭო არ მოიწვიოს, რადგან, როგორც ორბანი აცხადებს, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ექსპერტები კი ამბობენ, რომ თუ შემდეგ კვირას უკრაინისთვის მწვანე შუქი არ იქნება, ეს საქართველოსაც სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის. უქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის საფრთხეს ორბანის აღნიშნული პოზიცია და რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები.