ფეხბურთი | ჯაბა ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა - Palitra News

ფეხბურთი | ჯაბა ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა

2023-12-05 10:23:13+04:00

ფეხბურთი | ჯაბა ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც კატარულ „ალ სადისსა“ და უზბეკურ „ნასაფს“ შორის დაპირისპირება ანგარიშით 2:2 დასრულდა. ამ შეხვედრაში დუბლი ქართველმა ნახევარმცველმა, ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა და უზბეკური „ნასაფი“ პლეი ოფში გაიყვანა.

კატარული კლუბი მე-5 წუთზე მატეუს ურიბემ დააწინაურა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და თავისი გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – 83-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე „ნასაფ ქარში“ დააწინაურა. კატარელებმა 90+4-ე წუთზე ბაღდად ბუნეჯაჰის გოლით წონასწორობა აღადგინეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ჯგუფური ეტაპი ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 11 ქულით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ალ სადი“ მეორე პოზიციაზე დარჩა.

მე-6 ტურის მატჩი ჩაატარა თომა ტაბატაძის გუნდმა, ასევე უზბეკურმა „ნავბახორმა“, რომელმაც გასვლაზე ინდოეთის წარმომადგენელი „მუმბაი“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 75 წუთი ითამაშა. „ნავბახორმა“ ჯგუფური ეტაპი 13 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.