ხელმოწერების კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამედიცინო სფერო საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და ის საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.