ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მომზადებული სამოქმედო გეგმა საქართველომ ბრიუსელში უკვე გაგზავნა. ამჯერად, ქვეყანა ევროკომიისიისგან უკუკავშირს ელოდება. ევროკავშირი რეფორმების განხორციელების პროცესში მთავრობის მხრიდან მხარეთა ინკლუზიურობას და ოპოზიციიდან კონსტუქციულ მიდგომას მოითხოვს. სამუშაო ფორმატში მონაწილეობისთვის ოპოზიციის ნაწილი მზადყოფნას გამოთქვამს. ოპონენტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, დათქმები ჯეროვნად შესრულდება. ამავდროულად, ხელისუფლება რეკომენდაციებზე სამუშაოდ ოპოზიციის ჩართულობას სკეპტიკურად უყურებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის აღნიშნულ დათქმებზე მუშაობას მაინც გააგრძელებენ.