„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2011 წლამდე გაცემული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდება, თუმცა იმ მოქალაქეებს, რომელთაც რელიგიური შეხედულებების გამო, ელექტრონული ბარათის აღება არ სურდათ, ახალი ლამინირებული პირადობის მოწმობების აღება მაინც შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ელექტრონული ბარათის მფლობელ მოქალაქეებს ექნებათ, არჩევნებში მონაწილეობას ახალი ლამინირებული პირადობების მქონე მოქალაქეებიც შეძლებენ. ეს გადაწყვეტილება კი ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს. ისინი ამბობენ რომ „ქართული ოცნება” ამ გზით, არჩევნების გააყალბებას შეეცდება.