უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახურულ ბრიფინგზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენატორებს მიმართავს, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი სენატორებთან ისაუბრებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობისა და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სენატორები ხვალ კენჭს უყრიან საკანონმდებლო მექანიზმს გადაუდებელი საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.