ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა. ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ფლამურ ნოკა მთავრობას ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში ადანაშაულებს. გასულ თვეში პროკურატურამ „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სალი ბერიშას და მის სიძეს ბრალი კორუფციისთვის წაუყენა. პროკურატურა მას პრემიერობის დროს მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესში გავლენის გამოყენებაში ადანაშაულებს.