ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. ისრაელის შტაბის უფროსის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათვე გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ დაახლოებით 200-ს ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში ისრაელის კიდევ სამი ჯარისკაცი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, რონენ ბარის განცხადებით, ისრაელს გადაწყვეტილი აქვს „ჰამასის“ ლიკვიდაცია მთელ მსოფლიოში, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს. პარალელურად, ისრაელი ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტის დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. კატარის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ბლინკენს ღაზაში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა. მან ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.