პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ გახსნა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, არჩილ თალაკვაძემ და საკონსულტაციო საბჭოს მდივანმა ვალერი ასათიანმა მიმართეს, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მოდერატორიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იყო. პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილეს სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა, სამშვიდობო პროცესში კულტურის როლი და კულტურისა მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში.