გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯარისკაცებს ჯარში ვადაგასულ საკვებს აჭმევენ, რისი მიზეზითაც სამხედროები იწამლებიან პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები საკითხის საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვენ. ოპოზიცია ,,ქართული ოცნების" არაპროფესიონალიზმსა და თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციის რისკებზე საუბრობს. ბრალდებებს უკვე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით უწყება ყველაფერს აკეთების იმისათვის რომ თითოეულმა ჯარისკაცმა საუკეთესო პროდუქტი მიიღოს.