თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძე და შემთხვევის ადგილზე მისული 23 წლის პოლიციელი გიგა ოთიაშვილი კი, რომელსაც დაზიანებები ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, კლინიკაში იმყოფებიან. თუ რა მოხდა გუშინ ანჯაფრიძეზე და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თემის დეტალებით ინტერპრესნიუსის ჟურნალიტსი ეკა ლემონჯავა გვიერთდება.