ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წაყენებული დამატებით 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მომზადებული სამოქმედო გეგმა საქართველომ ბრიუსელში უკვე გაგზავნა. ამჯერად, ქვეყანა ევროკომიისიისგან უკუკავშირს ელოდება. ევროკავშირი რეფორმების განხორციელების პროცესში მთავრობის მხრიდან მხარეთა ინკლუზიურობას და ოპოზიციიდან კონსტუქციულ მიდგომას მოითხოვს. სამუშაო ფორმატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციის ნაწილი . ოპონენტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნების პირობებში დათქმები შესრულდება. თავის მხრივ ხელისუფლება რეკომენდაციებზე სამუშაოდ ოპოზიციის ჩართულობას სკეპტიკურად უყურებს. უმრავლესობაში ამობენ, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები მიუხედავად პრიორიტეტებზე მუშაობას გააგრძელებენ. თემაზე უფრო ვრცლად ცარო კირვალიძე ისაუბრებს.