მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან 2011 წლამდე გაცემულ არაელექტრონულ ე.წ.ი ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმებას გულისხმობს, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დაინიცირდა. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რელიგიური გრძნობების გამო არ სურთ აიდი ბარათის აღება კვლავ ლამინორებული პირადობის მოწმობების აღებას შეძლებენ, რაც ოპოზიციის ნაწილისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.