პარლამენტი „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ, დაჩქარებული წესით განიხილავს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ბიურომ სხდომაზე მიიღო. როგორ აფასებენ აღნიშნულ ინიციატივას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ვრცლად ეკა უშხვანის სიუჟეტიდან გაიგებთ.