ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს , რომ გავრცელებული იმფორმაცია თითქოს ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. თავდაცვის მინისტრის თქმით ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებული ინფორმაცია არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა.
როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, შექმნილია 4 სხვადასხვა ქვედანაყოფი, რომელიც ხარისხის კონტროლს ეწევა .მინისტრის თქმით, „მთელი ჯარი არის კმაყოფილი იმ კვებით, იმ უნიფორმით და განახლებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გაკეთდა..