თუ კონგრესი არ იმოქმედებს, აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონსა და კონგრესის სხვლა ლიდერებს გაუგზავნა.
„მინდა მკაფიოდ ვიყო: კონგრესის ქმედებების გარეშე, წლის ბოლომდე ჩვენ ამოგვეწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად და შეერთებული შტატების სამხედრო მარაგებიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად. არ არსებობს დაფინანსების ჯადოსნური ქოთანი. არ გვაქვს ფული - და თითქმის აღარ გვაქვს დრო“, - აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა თხოვნით, უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.