უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთს ახლა გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან, უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების დაწყებამდე ჰქონდა. მისივე თქმით რუსეთის ჯარი დრონების გაშვებაზეა ფოკუსირებული. მისი თქმით, რუსები ახლა თავიანთი კრიტიკული რეზერვების აღდგენას ახორციელებენ, რათა ნატო-ს ქვეყნებსა და სხვა ე.წ მტრებს დაემუქრონ.უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფების პრესსპიკერი ხაზს უსვამს, რომ რუსები მომავალშიც შეტევების დროს Shahed-ის დრონების გაშვებაზე იქნებიან ორიენტირებული.