საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურატურის საქმიანობის თემაზე შეხვედრა გაიმართა - Palitra News

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურატურის საქმიანობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

2023-12-04 15:55:32+04:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურატურის საქმიანობის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროკურორის ფუნქციებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე საუბარი შეეხო პროკურორთა სპეციალიზაციას. საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე და მის ეტაპებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.