მმართველი გუნდი 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 2011 წლამდე გაცემულ არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. აღსანიშნავია რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც რელიგიური გრძნობების გამო არ სურთ აიდი ბარათის აღება კვლავ ლამინორებული პირადობის მოწმობების აღებას შეძლებენ, რაც ოპოზიციის ნაწილისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე.