მიმდინარე წელს, ე.წ. „შავი პარასკევის“ ფარგლებში, მსოფლიოში ონლაინ შეძენილი პროდუქციის ღირებულებამ რეკორდული 9.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით მეტია. სადღესასწაულო კვირაში, რომელსაც „ციფრული კვირა“ ეწოდება, და მიმდინარეობს 23 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე, საერთო ჯამში 38 მილიარდი დოლარი დაიხარჯა მომხმარებლის მხრიდან, ეს კი 7.8% ით მეტი შარშანდელთან შედარებით. ამ პერიოდში ონლაინ მაღაზიებს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. აღსაღნიშნავია, რომ წელს ციფრული ორშაბათის ფარგლებში მოქმედებდა შეთვაზება- იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით, რომლის საშუალებითაც დამატებით 940 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიყიდა.