თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის 112-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად ბაღები უნდა მომარაგდნენ 59 დასახელების საქონლით, რომელთა მიწოდებაც დასახელების მიხედვით ყოველდღიურად; 5;10 დღეში ერთხელ ან თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. ხორცის პროდუქტები არ უნდა იყოს გაყინული, ყოველ შემოტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობები. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარადგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული პროდუქტების ნებისმიერი სახის დოკუმენტი,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. ამასთან, გამოქვეყნებული პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გააჩნდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 8 მლნ ლარის ღირებულების გამოცდილება.