2024 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებას ამცირებს - ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, ახალი საგარეო ვალების მოცულობა მილიარდ 830 მლნ ლარით გაიზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 43 მილიონი ლარით ნაკლებია. მომდევნო წელსაც საქართველოს მთავრობა ყველაზე მეტ თანხას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ისესხებს, ხოლო მოზიდული დაფინანსება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება. საუბარია ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაზე, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული პროექტების დაფინანსებაზე.