მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება გაეზარდა. 9 თვის კონსოლიდირებული მონაცემებით, სექტორმა 90.3 მლნ ლარის წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო, ზრდა წლიურად 9.1 მლნ ლარი, ანუ 11%-ია. იანვარ-სექტემბერში, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საპროცენტო შემოსავლებმა 316.9 მლნ ლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.645 მლრდ ლარია, საიდანაც უდიდესი წილი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდის და მილიარდ 619 მლრდ ლარს შეადგენს. სულ ამ ნაწილში მისო-ებს 857 039 სესხი აქვთ გაცემული. ფიზიკური პირების დაკრედიტების 50% სალომბარდო სესხებია. 653 ათასი გაცემული სესხის ჯამური თანხა 810.4 მლნ ლარს აღემატება.