ფეხბურთი | ბუდუ ზივზივაძემ „ჰანზას“ გაუტანა და „კარლსრუე“ მარცხისგან გადაარჩინა
მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰანზას“ ანგარიშით 2:2 დაუზავდა.
მასპინძელთა გუნდის ქართველი თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულა, თამაშში 62-ე წუთზე ფაბიან შლეუსენერის ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ 1:2 იყო. 81-ე წუთზე კარის წინ ჩაწოდებული ბურთის ამოტანისას მცველმა დაახანა, რითაც ქართველმა უმალ ისარგებლა და მეტოქის კარი დალაშქრა. ცნობისთვის, „კარლსრუე“ 17 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება.