პარლამენტის ბიურო დღეს იწყებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომლითაც პარტიების დაფინანსება იზღუდება. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაკეთება აღარ შეეძლებათ.
"ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხდაებს ,რომ ამ რეფორმას, სავარაუდოდ, ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს . მისი თქმით ესაა მორიგ ჯერზე საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.