„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. გარდა ამისა, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია ასევე ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა დატოვა. როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ის აღარ დარჩება იქ, სადაც გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ახალ პლატფორმაზე გააგრძელებენ, თუმცა მათ ახალ გეგმებსა და ნიკა მელიასთან თანამშრომლობის საკითხზე არ უსაუბრიათ.