ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47-ი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47-ი ადამიანი ემსხვერპლა

2023-12-04 09:22:13+04:00

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47-ი ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 85-ა ადამიანი არის დაშავებული. ძლიერი წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300-ს კილომეტრში, შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ტანზანიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს კადრებს, რომელშიც დატბორილი სახლები, გზები და ტალახში ჩარჩენილი ავტომობილები ჩანს. ქვეყნის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობას დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.