ერაყის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერაყის ქალაქ კირკუკთან ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფის ხუთი მებრძოლი არის ლიკვიდირებული. ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკელებზე შურს იძიებენ. აშშ-ის სამხედრო ძალებში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული დარტყმა გარდაუვალი საფრთხისგან თავდაცვის მიზნით განახორციელეს. ამავდროულად, ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა კვირას, აშშ-ის სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს.