გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოემბრის თვეში, იმერეთსა და სამეგრელოში 9-ა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მათგან 3-ი ხონის მუნიციპალიტეტში, ხოლო, 6-ი ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დაილუქა.
საერთო ჯამში, უკანონო საამქროებიდან ამოღებულია 267-ი ერთეული მრგვალი მორი და დაახლოებით 30-ი კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.