პოლიციამ, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ პირს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც დაჭრა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.