პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ - იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. აღნიშნულ რეფორმას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ არის ინიცირებული. ამავე პროექტით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი მცირდება. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ამ პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ".