ევროპული საბჭოს საბოლოო პასუხამდე სულ ცოტა დრო რჩება - მმართველი პარტიის განაცხადებით, საქართველოს მთავრობა 9-ა დათქმის შესახებ შექმნილ სამოქმედო გეგმას საგაზაფხულლო სესიის დაწყებისთანავე გაასაჯაროვებს. „ოცნებაში“ კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ახალი რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდი გეგმის გასაჯაროებას ჯერ არ აპირებს, ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რეფორმების გატარების პოლიტიკური ნება მმართველ პარტიას კვლავ არ გააჩნია.