ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქიდან, ხან-იუნისიდან, ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან-იუნისსა და მის მახლობლად მდებარე მინიმუმ ხუთი რაიონის მცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ისრაელის სამხედროები ბუკლეტებს ავრცელებენ, რომელშიც ადგილობრივებს რაფაჰის ან სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
„ქალაქი ხან-იუნისი - საბრძოლო ქმედებების სახიფათო ზონაა“, - ნათქვამი იყო ბუკლეტებში.