დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წლის იანვრიდან დაჭრილ მებრძოლთა ყოველთვიური კომპენსაციაც გაიზრდება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.