დმანისში არასრულწლოვანმა თანასოფლელი, 65 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.