2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. ამასთან დაკავშირებით მომზადებული კანონის პროექტი 4 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. პროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან. ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას“.