იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა ეტნას ვულკანურ აქტივობას "სტაბილური“ უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამოფრქვევას კატანიის ახლომდებარე აეროპორტის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია.