ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები განახლდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორში საჰაერო იერიში 400-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 15 000-ს აჭარბებს. მათივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 40 000-ზე მეტია, მათგან 70%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. Reuters-ის ინფორმაციით, „მოსადმა“ ზავის აღდგენის შესახებ კატარში მოლაპარაკებები გამართა. კატარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები, ქალებისა და ბავშვების გარდა, მძევლების სხვა კატეგორიების პოტენციურ გათავისუფლებას შეეხებოდა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ზავის ახალი პარამეტრები, რომელიც ბოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისგან განსხვავდება. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინაში ისრაელის ქმედებებს აკრიტიკებს. მისი თქმით, ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლად იყვნენ ცნობილნი, ახლა საკუთარი წინაპრების მკვლელებად გადაიქცნენ.