ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა განახლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ავრცელებს.
„ეგვიპტელი კოლეგებისგან, რაფაჰის გადასასვლელის გავლით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ახალი სატვირთო მანქანები მივიღეთ“, - აცხადებს პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეჩერდა.