უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია შეფეხებით მიეწოდება. მათივე ინფორმაციით, ელექტროსადგურს ელექტროენერგია პარასკევიდან მოყოლებული არ მიეწოდება, რისი მიზეზიც ქსელის დაზიანება გახდა. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ეს უკვე მე-8 მსგავსი შემთხვევაა, რაც ატომური კატასტროფის რისკებს ზრდის. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 2022 წლის მარტიდან რუსები აკონტროლებენ. საომარი მოქმედებების გამო ელექტროსადგური რამდენჯერმე დაზიანდა.