გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პროექტის „ელექტრონარჩენების შეგროვების და მართვის სისტემის დანერგვა საქართველოში“ საპრეზენტაციო ღონისძიება გახსნა. პროექტის ფარგლებში, პირველად მოხდება ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა. პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებასაც. ოთარ შამუგიამ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. ღონისძიება საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია "ვეისთ ლესის" ორგანიზებით გაიმართა.