ორი კვირა ევროსაბჭოს საბოლოო პასუხამდე - კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე 2 კვირით ადრე ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში, ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი საქართველოს საკითხი. აღნიშნულის პარალელურად კვალავ გასაიდუმლოებულია მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შინაარსი, რომელიც ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას ეხება. ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს სამოქმედო გეგმა. თავისმხრივ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი ოპოზიციას მოუწოდებენ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობისკენ, რათა ცხრავე დათქმა სრულფასოვნად შესრულდეს.