აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა. ატლანტის პოლიციის ცნობით, მომიტინგე, რომელსაც თან პალესტინის დროშა ჰქონდა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. სიტუაციის განეიტრალების დროს საკონსულოს დაცვის თანამშრომელიც დაშავდა. დემონსტრანტის ასაკი და სქესი უცნობია. ისრაელის საკონსულო ისრაელისადმი სიძულვილის ამ ფორმით გამოხატვას ტრაგიკულს უწოდებს.